დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა დღეს დაიკითხოს | Allnews.Ge

დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა დღეს დაიკითხოს

დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა დღეს დაიკითხოს, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მამა გიორგი მამალაძე მზადაა ჩვენების მისაცემად, უკვე გამოეხმაურნენ გამომძიებლები და უკვე დაუკავშირდნენ ადვოკატებს.

"დაგვიკავშირდნენ გამომძიებლები, თუმცა, დროის სიმცირის გამო, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა დღეს უკვე შეუძლებელია, ვერ მოხერხდა დღეს. ალბათ ხვალ კვლავ დაგვიკავშირდებიან და შესაძლოა ხვალვე მოხდეს მამა გიორგის დაკითხვა. ჩვენ დილიდან ვაპირებთ ისედაც მამა გიორგისთან შესვლას", - განაცხადა გუშინ მიხეილ რამიშვილმა.

დღეს ე.წ. ციანიდის საქმეში არსებული აუდიო ჩანაწერების ექსპერტიზა მოხდება. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ექსპერტიზის ჩასატარებლად დღეს, 15:00 საათზე გამომძიებლები ე.წ. მატროსოვის ციხეში მივლენ. ექსპერტიზის პროცედურას დაესწრებიან ადვოკატებიც.

გარდა ამისა, როგორც რამიშვილმა აღნიშნა, სავარაუდოდ მოესწრება და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გამომძიებლები დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკითხავენ.

ბრალდებულს ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია. ის დუმილის უფლებას იყენებდა.

myquiz