არც სურვილი, არც განწყობა და არანაირი ემოცია აღარ დამრჩა იქ ყოფნის - მიქაელ ბოტკოველი | Allnews.Ge

არც სურვილი, არც განწყობა და არანაირი ემოცია აღარ დამრჩა იქ ყოფნის - მიქაელ ბოტკოველი

პატრიარქის ყოფილი მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა შეკითხვის პასუხად - იყო თუ არა ეს მისი ემოციური გადაწყვეტილება და აპირებს თუ არა დარჩეს თანამდებობაზე.

"მე მივიღე გადაწყვეტილება. ამბობენ, რომ წმინდა ადგილი თავისუფალი არასდროს რჩება. ვინმე გამოჩნდება, ვინც დაიკავებს ამ ადგილს და თანამდებობას. მე არც სურვილი, არც განწყობა და არანაირი ემოცია აღარ დამრჩა იქ ყოფნის", - განაცხადა მამა მიქაელმა.

myquiz