თბილისში 96 საპარკინგე ადგილი გაუქმდება | Allnews.Ge

თბილისში 96 საპარკინგე ადგილი გაუქმდება

მომავალი კვირიდან თბილისში ტრიტუარებზე საპარკინგე ადგილების გაუქმება დაიწყება.

ჯამში 96 ადგილი გაუქმდება, მათი ჩანაცვლება კი ე.წ "ჯიბეებითა" და "შეჭრებით" მოხდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერიის წარმომადგენელმა, მირიან ლებანიძემ განუცხადა.

96 საპარკინგე ადგილი შემდეგ მონაკვეთებში გაუქმდება:

ლიახვის ქუჩა N1 - 20 ადგილი; გუდამაყრის ქუჩა N5 - 35 ადგილი; წერეთლის გამზირი N126 - ადგილი; წერეთლის გამზირი N116 - 20 ადგილი; რობაქიძის გამზირი, მე-18 კორპუსი - 5 ადგილი.

"შეჭრების" იმდენი რაოდენობა გაკეთდება, რომ ავტომობილებისთვის შესაბამისი იქნება და თან ქვეითებიც უსაფრთხოდ იქნებიან. ამ საკითხზე გასული წლიდან ვმუშაობთ და ტროტუარებზე უკვე 900-მდე საპარკინგე ადგილი გაუქმდა, ამ ეტაპზე კი 1 316 ადგილია დარჩენილი,"-განმარტა მან Allnews.ge-სთან საუბარში.

მირიან ლებანიძის თქმით, "შეჭრები" და "ჯიბეები" ტროტუარებზე მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში გაკეთდება.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz