საქართველოში პროდუქტის ფასმა მოიმატა | Allnews.Ge

საქართველოში პროდუქტის ფასმა მოიმატა

"საქსტატის" მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9% შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა, პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ იქონია, მათზე ფასების მატების მაჩვენებელი ასეთია:

1. ბოსტნეულისა და ბაღჩეულის პროდუქტები - 22,4%;

2. ხილი და ყურძენი - 8,9%;

3. რძე, ყველი და კვერცხი - 3,1%;

4. ზეთი და ცხიმი - 3,1;

5. თევზეული - 2,8%;

6. ხორცი და ხორცის პროდუქტები - 2,5%.

2017 წლის იანვრის თვეში დეკემბერთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 4,2%-ით გაძვირდა, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 6,2%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია და ბუნებრივი აირი კი 0,5%-ით.

ფასებმა სხვა მომსახურებასა და ნივთებზეც მოიმატა:

ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 1,8%-ით გაძვირდა;

ჯანმრთელობის დაცვა 1,7%-ით;

ტრანსპორტის მომსახურება 7,2%-ით

კავშირგაბმულობა - 0,3%-ით,

დასვენება, გართობა და სხვა კულტურული ღონისძიებების ღირეულება 0,4%-ით;

განათლება კი 0,1%-ით.

ამრიგად, 2016 წლის დეკემბერთან შედარებით, 2017 წლის დასაწყისში ცხოვრება შედარებით გაძვირდა.

myquiz