ავტომობილზე ძველი სანომრე ნიშნის გამოცვლის თარიღი შეიცვალა | Allnews.Ge

ავტომობილზე ძველი სანომრე ნიშნის გამოცვლის თარიღი შეიცვალა

იმ შემთხვევაში თუ ავტომობილზე ისევ ძველი სანომრე ნიშანი გაქვთ, ჯერჯერობით პრობლემები არ შეგექმნებათ, თუმცა 3 წლის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის 150-ე ბრძანების მიხედვით, ახალი ნომრის აღება მოგიწევთ.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების ინფორმაციით, ავტომობილის ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით გადაადგილება ნებადართული 2020 წლის 1 სექტემბრამდეა.

"იმ შემთხვევაში, თუ ძველს ახალი ნომრით არ ჩაანაცვლებთ, ეს რეგისტრაციის წესის დარღვევაში ჩაგეთვლებათ.

შედეგად, დაახლოებით, 200 ლარით დაჯარიმდებით და ავტომობილს საჯარიმოზე გადაიყვანენ.

თუმცა, 3-5 დღის განმავლობაში საშუალება მოგეცემათ, ძველისანომრე ნიშანი ახლით შეცვალოთ. იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმას არ გადაიხდით, საურავი გაორმაგდება და დაახლოებით, 400 ლარი გახდება, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი მართვის მოწმობა 6 თვით შეგიჩერდებათ,"-განმარტეს იურიდიული განყოფილების წარმომადგენლებმა Allnews.ge-სთან საუბარში.

გახსოვდეთ, რომ თუ ძველ ნომერს ახლით არ შეცვლით, იმდენჯერ დაჯარიმდებით, რამდენჯერაც ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით იმოძრავებთ. აღსანიშნავია, რომ ძველი ნომრების ახლით ჩანაცვლების ბოლო ვადად, თავდაპირველად 2018 წელი განისაზღვრა, თუმცა, თარიღმა მოგვიანებით გადაიწია.

myquiz