არქიმანდრიტი ბართლომე - მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც ის რამდენიმე მღვდელმთავარმა მოინახულა | Allnews.Ge

არქიმანდრიტი ბართლომე - მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც ის რამდენიმე მღვდელმთავარმა მოინახულა

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურაზე ზეწოლა მიმდინარეობს. როგორც ფირცხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც ის რამდენიმე მღვდელმთავარმა მოინახულა.

"ხომ არ ხდება მასზე ზეწოლა სიმართლის დამალვის მიზნით? გაუგებარია სახელმწიფო მოხელეების და პრეზიდენტის ჩართულობა და აქტიურობა. მე აღვიქვამ პროკურატურაზე და საგამოძიებო უწყებაზე ზეწოლად ამ ყველაფერს. ამჟამად ვინმეს ხელის დაფარება და საქმის მიჩქმალვა უკიდურესად დაამძიმებს მომავალში ეკლესიის ცხოვრებას", - აცხადებს ფირცხალაშვილი.

myquiz