"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობის დაწყებას აპირებენ | Allnews.Ge

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობის დაწყებას აპირებენ. დაზარალებული მოვაჭრეები დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა ხატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიშლება კარავი, სადაც მონაცვლეობით დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილს დაიწყებენ.

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების თქმით, ყოველ დღე "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საინფორმაციო პრესკონფერენცია.

"ყოველ დღე 3-3 ადამიანი იშიმშილებს. გვაქვს ჩამოწერილი სიები, ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ აგვინაზღაურებენ ზიანს, მივმართეთ ყველა ინსტანციას, თუმცა ყველამ გადაგვამისამართა. რაც შეეხება ბანკებთან შეღავათებს, არანაირი შეღავათი არ გვიგრძნია, გადავადებული გადასახადი პროცენტდამატებულია", - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა თამთა ნორაკიძემ.

myquiz