დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაზეა საუბარი | Allnews.Ge

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაზეა საუბარი

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მამალაძეს ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე.

ამის შესახებ რამიშვილმა ჩაფიძის კლინიკაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.

"არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა [პატრიარქს]. საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტის მიმართ", - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ბარგი, რომელშიც თითქოსდა აღმოჩენილია ციანიდი, დაკავებიდან 6 საათის 40 წუთის შემდეგ მიიტანეს იქ, სადაც იყო მამა გიორგი მამალაძე.

myquiz