ირაკლი მამალაძე - მამა გიორგი ციანიდის შოვნის სანაცვლოდ საპატრიარქოში თანამდებობას მპირდებოდა | Allnews.Ge

ირაკლი მამალაძე - მამა გიორგი ციანიდის შოვნის სანაცვლოდ საპატრიარქოში თანამდებობას მპირდებოდა

მამა გიორგი ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ მპირდებოდა საერო თანამდებობას საპატრიარქოში, - ამის შესახებ ე.წ. "ციანიდის საქმის" მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი მამალაძის ინფორმაციით, მისი პროკურატურაში მისვლის საბაბი არ გამხდარა მხოლოდ მამა გიორგის თხოვნა, რომ ციანიდის შოვნაში დახმარებოდა.

"მომდევნო შეხვედრებზე დავრწმუნდი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დანაშაულებრივ განზრახვას (მამა გიორგი ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ მპირდებოდა საერო თანამდებობას საპატრიარქოში).

როდესაც ჩემს მეგობრებს გავუზიარე ეჭვები იმ სავარაუდო პირებზე, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, მზადდებოდა დანაშაული, მირჩიეს, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამეცნო სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა მაშინ კატეგორიული უარი განვაცხადე.

მეორე თუ მესამე დღეს ჩემს ტელეფონზე მამა გიორგიმ დამირეკა და ისეთი რაღაც მითხრა, რომ ნამდვილად მქონდა პერსპექტივა, გავმხდარიყავი მძიმე დანაშაულის თანამონაწილე. ეს ის დღე იყო, როცა პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა. მამა გიორგიმ მითხრა, რომ "ის" სასწრაფოდ სჭირდებოდა, რადგან პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა და თავადაც აპირებდა ჩასვლას", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

myquiz