დეკანოზი შალვა კეკელია - თუ მამა გიორგისთვის წაყენებული ბრალი მცდარია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს პროკურორი | Allnews.Ge

დეკანოზი შალვა კეკელია - თუ მამა გიორგისთვის წაყენებული ბრალი მცდარია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს პროკურორი

ვფირქობ, თუ მამა გიორგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი მცდარია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის პროკურორი, რომელმაც ასეთი ბრალდება წაუყენა, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცეს, ამ ეტაპზე კი იგი პროკურატურის გამოძიებას ენდობა.

"ჩვენ ამ ეტაპზე პროკურატურის გამოძიებას ვენდობით. გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე ითქვას ყველაფერი. ძალიან ბევრი კითხვაა დასმული.

მე ვფიქრობ იმასაც, რომ თუ ეს ყველაფერი მცდარია, მაშინ მამა გიორგი, რომელსაც ასეთი ბრალი დაედო - მკვლელობის მცდელობა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მკვლელობა პატრიარქის მიმართ იქნება განხორციელებული თუ ნებისმიერი ერისკაცის მიმართ, უკვე უმძიმესი ბრალია საულიერო პირის მიმართ.

ვფირქობ, რომ თუ ეს ყველაფერი მცდარია და ასე არ არის, აუცილებლად უნდა გაეცეს ყველაფერს პასუხი და დაისაჯოს ის პროკურორი, რომელმაც ასეთი ბრალდება წაუყენა მამა გიორგის. ეს ასე არ უნდა დარჩეს", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

myquiz