როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი | Allnews.Ge

როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი

21 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს და ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში ღამით -1:+4 გრადუსი იქნება, ზოგან -5-მდე; დღისით - 8;13 გრადუსი, მთაში ღამით -10; -5 გრადუსია მოსალოდნელი; დღისით - 2;7 გრადუსი; მაღალმთაში ღამით -17;-12 გრადუსი; დღისით - 0;5 გრადუსი;

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში ღამით -6;-1 გრადუსი; ზოგან -11 გრადუსამდე. დღისით - 7;12; მთაში ღამით - -13;-8 გრადუსი; დღისით - 1;6 გრადუსი; მაღალმთაში ღამით - -15;-10; ზოგან -20 გრადუსამდე; დღისით -1;+4 გრადუსი; ზოგან - -5 გრადუსამდე.

თბილისში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით -4; დღისით 11 გრადუსი იქნება.

უნალექო ამინდი საქართველოში 21 თებერვლამდე შენარჩუნდება.

myquiz