რუსთაველის გამზირზე, დღეს, ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება | Allnews.Ge

რუსთაველის გამზირზე, დღეს, ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

თბილისში, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, დღეს, 14.00 საათიდან საავტომობილო გზა გადაიკეტება. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციაა. უწყების ინფორმაციით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე.

დღეს, 14:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

myquiz