სააღდგომო არდადეგების გრაფიკი შეიცვალა | Allnews.Ge

სააღდგომო არდადეგების გრაფიკი შეიცვალა

საქართველოს მასშტაბით არსებული საჯარო სკოლები აღდგომის დღესასწაულზე ძველი პრინციპით აღარ დაისვენებენ. ამის მიზეზად არდადეგების გრაფიკში საგაზაფხულო არდადეგების დამატება სახელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებიც იმ პრინციპით დაისენებენ, როგორც სხვა სამსახურები. გარდა შაბათ-კვირისა, მოსწავლეები და მასწავლებლები წითელ პარასკევს ანუ 14 და ორშაბათს 17 აპრილს დაისვენებენ.

შესაბამისად, დიდი ხუთშაბათი სკოლებისთვის დასვენების დღე აღარ იქნება.

რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, როგორც ცნობილია, ის 8 მარტიდან 15 მარტამდე განისაზღვრა.

myquiz