16.02.2017 / 14:30
შრიფტის ზომა:

როდემდე ითოვებს საქართველოში - ამინდის პროგნოზი

საქართველოს უმეტეს რაიონში, 18 თებერვლამდე თოვა შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განაცხადა, საქართველოს ტერიტორიაზე, წუხელ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების გავრცელება დაიწყო, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვს.

დღეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება. შედეგად, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი.

თბილისში კი, ქარის სიჩქარე წამში დროგამოშვებით 17-22 მეტრი იქნება.

ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ითოვებს, ღამით ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში - ზოგან. თბილისში იქნება მცირე თოვლი. ქვეყნის უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი წამში. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი კვლავ ქარბუქია მოსალოდნელი.

18 თებერვლიდან 21 თებერვლამდე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა ღამით ყინვა შენარჩუნდება.

ხვალ, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -3; +2 გრადუსი იქნება; დღისით -1;+4 გრადუსი; მთაში - -8; -3 გრადუსი; დღისით - -5;0 გრადუსი; მაღალმთაში ღამით - -14;-9 გრადუსი; დღისით - -8;-3 გრადუსი;

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -9-4 გრადუსი; ზოგიერთ რაიონში -13 გრადუსი იქნება, დღისით - -1;+4 გრადუსი; მათაში ღამით მოსალოდნელია -17;-12 გრადუსი; დღისით -7;-2; მაღალმთაში - -18;-13 გრადუსი, ზოგან -25 გრადუსამდე; დღისით - -11;-6 გრადუსი;

თბილისში ღამით მოსალოდნელია -5 გრადუსი; დღისით +3 გრადუსი.

18 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -7;-2 გრადუსი იქნება; დღისით 5;10 გრადუსი; მთაში - -13;-8 გრადუსი; დღისით - -1;4 გრადუსი; მაღალმთაში ღამით - -20;-15; დღისით - -4;+1;

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -8;-3 გრადუსი; ზოგიერთ რაიონში -16 გრადუსი იქნება, დღისით - 0;5 გრადუსი; მათაში ღამით მოსალოდნელია -18;-13 გრადუსი; დღისით -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში - -20;-15 გრადუსი, ზოგან -26 გრადუსამდე; დღისით - -8;-3 გრადუსი;

თბილისში ღამით მოსალოდნელია -6 გრადუსი; დღისით 4 გრადუსი.