შორენა თეთრუაშვილი წაყენებულ ბრალდებებზე პირველ კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

შორენა თეთრუაშვილი წაყენებულ ბრალდებებზე პირველ კომენტარს აკეთებს

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ "ეს მას არ ეხება".

ბერლინში მყოფმა თეთრუაშვილმა მის წინააღმდეგ ჭყონდისის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე მცირე კომენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.

"ეს მე არ მეხება, ვიღაც სხვა ადამიანზე ლაპარაკობს ეტყობა", - განაცხადა თეთრუაშვილმა.

რაც შეეხება მიტროპოლიტიის განცხადებას იმის შესახებ, რომ შორენა თეთრუაშვილს საოპატრიარქოში "ოქროს თევზები" ჰყავს, მდივან-რეფერენტმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა - "ვაი საყვარელო".

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს " ოქროს თევზს" ეძახის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტოპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა.

მან ისაუბრა ასევე მეუფე იაკობზე და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ის "უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების".

"შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ეძახის "ოქროს თევზს". ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული.

რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის ძალიან პატრიოტი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე. ჩემი პირადი აზრია, რამეთუ ვიცი მისი გულისხმიერება და სიყვარული სამშობლოს და ეკლესიის მიმართ", - განაცხადა ჭყონდიდის მიტოპოლიტმა.

myquiz