ირაკლი შოთაძის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს საიდუმლო გრიფი არ ადევს | Allnews.Ge

ირაკლი შოთაძის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს საიდუმლო გრიფი არ ადევს

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს საიდუმლო გრიფი არ ადევს.

როგორც შოთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმეში არსებობს კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო და ვიდეო მასალების სახით, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი გასაჯაროება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ჩაითვალა, თუმცა ის საზოგადოებას მეტ ინფორმირებულობას ჰპირდება.

"არანაირი გრიფი ამ სისხლის სამართლის საქმეს არ ადევს", - განაცხადა დოლიძემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს პატრიარქის მკვლელობის მომზადების მცდელობა.

myquiz