ვინ არის და რას საქმიანობდა დეკანოზი გიორგი მამალაძე | Allnews.Ge

ვინ არის და რას საქმიანობდა დეკანოზი გიორგი მამალაძე

რამდენიმე წუთის წინ, პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. პროკურატურის განცხადებით, გიორგი მამალაძე ცდილობდა შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა. როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

პროკურატურამ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა ამოიღო.

ვინ არის და რას საქმიანობდა დეკანოზი გიორგი მამალაძე

როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა, პარალელურად იგი წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორიც იყო. როგორც allnews.ge-ს კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისში დაახლოებით, 1 წელია გადმოვიდა. წარსულში, იგი ბათუმის, ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში  ზედამხედველის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო, მოგვიანებით, ამავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთ-ერთ საგანს ასწავლიდა. ამის პარალელურად მსახურობდა, ბათუმის წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარში.

ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ამბავს რუსეთის საპატრიარქო გამოეხმაურა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამალაძემ განათლება უკრაინაში აქვს მიღებული.

Patriarch’s archpriest detained on charges of preparing assassination

myquiz