საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვაა მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს თოვაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თოვა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

"13 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში ველოდებით ნალექს თოვლის სახით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. მაქსიმალურ ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში ველოდებით 1-დან 6 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი -2-დან +3 გრადუსამდე.

ღამით ყინვა კვლავ შენარჩუნდება.

კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში ნალექი თოვლის სახით იქნება დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, ნალექი თოვლის სახით იქნება კახეთში. რაც შეეხება დედაქალაქს, ველოდებით აქაც მცირე თოვლს. აქაც იქროლებს აღმოსავლეთის ძალიან სუსტი ქარი. მინიმალური ტემპერატურა ღამით დაფიქსირდა -1-2 გრადუსის ფარგლებში, დღის განმავლობაში კი ტემპერატურია 0-დან +2 გრადუსამდე იქნება", - განაცხადა მანველიშვილმა.

myquiz