თბილისში "ზებრა" გადასასვლელზე სპეციალური განათება დამონტაჟდა | Allnews.Ge

თბილისში "ზებრა" გადასასვლელზე სპეციალური განათება დამონტაჟდა

თბილისში, დიდუბის გამგეობს წინ, საფეხმავლო გადასასვლელზე სპეციალური განათება დამონტაჟდა, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვისაა განკუთვნილი.

პს "თბილსერვის ჯგუფის" გარე განათების დირექტორის მოადგილის, ვეფხია ბაძაღუას თქმით, აღნიშნული განათებები მოქალაქეებს გადაადგილებას გაუმარტივებს.

"მისი საშუალებით საფეხმავლო გადასასვლელი შორი მანძილიდან მკვეთრად ჩანს, რაც კარგია, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე მათთვის, ვინც ავტომობილით გადაადგილდება. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ძალიან ეფექტურია,"-განმარტა მან Allnews.ge-სთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ გარე განათებების მიმართულებით, თბილისში ცვლილებები იგეგმება. მათ შორის, "გმირთა მოედანზე" მზის ენერგიაზე მომუშავე ოთხი სანათი დამონტაჟდა, რომელიც, ამჟამად სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს.

myquiz