თბილისში ხვალ მოთოვს | Allnews.Ge

თბილისში ხვალ მოთოვს

თბილისში, 9 თებერვალს თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, - ამის შესახებ ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5º გრადუსი იქნება. რაც შეეხება დასავლეთს, იქ შედარებით თბილი ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი 12-17ºC-ს მიაღწევს.

დედაქალაქში, მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი 10 და 11 თებერვალსაც, ჰაერის ტემპერატურა 3ºC იქნება.

 

myquiz