ნაკლებგახმაურებული დეტალები ნიკა გვარამიაზე | Allnews.Ge

ნაკლებგახმაურებული დეტალები ნიკა გვარამიაზე

განათლებით იურისტი, ნიკა გვარამია, ამჟამად ტელეკომპანია "რუსთავი2-ის" გენერალური დირექტორია. აღნიშნული თანამდებობა მან 2012 წლის ნოემბერში დაიკავა.

ნიკა გვარამია 1976 წლის 29 ივნისს, სოხუმში დაიბადა. 1998 წელს, გვარამიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა.

2002-2003 წლებში, საადვოკატო კომპანია შპს "სანდო-ში," ხოლო 2004 წელს, სს "თელასში" მუშაობდა იურისტად.

2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე, პარლამენტის წევრად აირჩიეს, ხოლო 2007 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა დაიკავა. 2008 წელს ნიკა გვარამია საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. ამ თანამდებობას ის აღნიშნული წლის 27 ოქტომბრამდე იკავებდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, გვარამია 2009 წლის 7 დეკემბერს დაინიშნა, თუმცა, მისი ჩანაცვლება დიმიტრი შაშკინით მალევე მოხდა. მიზეზი, ნიკა გვარამიას მიერ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა იყო.

ვინ არის და რას საქმიანობდა მამუკა მდინარაძე "ქართულ ოცნებამდე"

2012 წლის 14 ნოემბერს ნიკა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა. 19 დეკემბერს ის, ალეკო ხეთაგურთან, დევი კანდელაკთან და კახა დამენიასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან ერთად, კორუფციის ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ისინი, არამეწარმეო მიზნით 2012 წლის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისთვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებოდნენ. ნიკა გვარამიას დანაშაული ვერ დაუმტკიცდა და საპატიმროდან მალევე გაათავისუფლეს.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას ქონებრივ დეკლარაციას, 2010 წელს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის პერიოდში, ის ქალაქ სოხუმში 200 000 ლარად შეფასებულ სახლსა და მიწის ნაკვეთს, ხოლო ქალაქ თბილისში 124 000 ლარად შეფასებულ ბინას ფლობდა.

მის ანგარიშზე, ამავე წელს, "ბანკ რესპუბლიკაში" 600 ლარი იყო. ერთი წლის განმავლობაში მიღებული თანამდებობრივი სარგო კი 39 710 ლარს შეადგენდა.

2008 წელს, იუსტიციის მინისტრობის დროს, ნიკა გვარამიას მიმდინარე სახელფასო ანგარიში "ბანკ რესპუბლიკაში" 1 215 ლარს შეადგენდა. ამავე წელს მან საძინებლისა და სხვა ავეჯი შეიძინა, რაშიც 7 680 ლარი დახარჯა.

2007 წელს, გენერალური პროკურორის მოადგილეობის პერიოდში, ნიკა გვარამიამ წყნეთის გზატკეცილზე 97 500 აშშ დოლარად შეფასებული ბინა და 2 500 აშშ დოლარად შეფასებული ავტოსადგომი შეისყიდა.

ამავე წელს შეიძინა ბინა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, რომელიც დეკლარაციის შევსებისას როგორც 2007, ისე მომდევნო წლებშიც აქვს მითითებული.

2007 წელს, ბინისა და ავტოსადგომის გაყიდვით 100 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო და შეიძინა ბინა ბალანჩივაძის ქუჩაზე 65 000 აშშ დოლარად.

2005-2006 წლებში, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, მისი მიმდინარე სახელფასო ანგარიში, 2006 წელს 21 792 ლარი იყო, 2005 წელს მიღებულმა ანაზღაურებამ კი სულ 24 330 ლარი შეადგინა.

ნიკა გვარამიას ჰყავს მეუღლე, სოფიო ლილუაშვილი, გერი გივი მაისურაძე და შვილი, ალექსანდრე გვარამია.

myquiz