"ნაციონალური მოძრაობა" - სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებას უჩერებს | Allnews.Ge

"ნაციონალური მოძრაობა" - სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებას უჩერებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მასობრივად ამოწმებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რის საფუძველზეც მათ დახმარება უჩერდებათ.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის გაღარიბების პროცესს აგრძელებს.

" ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ 2015 წლის ივნისში სოციალურად დაუცველთა გადამოწმების ახალი მეთოდოლოგია მიიღო, რომლის საფუძველზეც შეიცვალა კრიტერიუმები. 2016 წლის არჩევნებამდე, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა ეს მეთოდოლოგია არ გამოეყენებინა, რაც პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. თუმცა, ეს პროცესი ბოლო დღეებში აქტიურ ფაზაში შევიდა და სოციალური აგენტები სოფლებსა და ქალაქებს შეესივნენ, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მასიური გადამოწმება დაიწყეს. შესაბამისად, ოჯახებს, სადაც სოციალური აგენტები შევიდნენ, დახმარება შეუჩერდათ. ა

მ ოჯახების 90% კი განწირულია იმისთვის, რომ მათ დახმარება არ აღუდგებათ. ხელისუფლებამ საბოლოოდ გაწირა მოსახლეობა, ის ადამიანები, რომლებიც ამ დახმარებაზე არიან დამოკიდებული", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

myquiz