საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს | Allnews.Ge

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს

8 თებერვლამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა იყოს მცირე წვიმა, მთაში ღამით მოთოვს.

6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა ზოგიერთ რაიონში იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ღამით ითოვებს.

5-6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-12 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6-8 გრადუსი იქნება. ღამით ყინვები შემცირდება.

myquiz