თბილისის ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდა | Allnews.Ge

თბილისის ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდა

თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემა ნელ-ნელა ინერგება. ახალი სალარო აპარატები ჯერჯერობით ლურჯ ავტობუსებსა და რამდენიმე ძველ ავტობუსში მოქმედებს.

ახალ სალარო აპარატზე ბარათის შეხებისას ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაცია, რომ ტრანზაცია წარმატებით შესრულდა და მწვანე ფონზე ჩამოჭრილი თანხის ოდენობაც დაეწერება. თუ გადახდა არ შესრულდა, ამის შესახებ ინფორმაცია წითელ ფონზე გამოჩნდება.

გადახდის ახალი სისტემა ძველ სალარო აპარატებთან ერთად მოქმედებს, შესაბამისად, თუ მგზავრობის საფასურის გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით გსურთ, დისკომფორტი არც ამაში შეგექმნებათ.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგნელის," ლელა სეთურიძის თქმით, ახალი სალარო აპარატის მეშვეობით, ბილეთის ბეჭდვა არ ხორციელდება, თუმცა, იმის შესამოწმებლად, რომ ტრანზაქცია ნამდვილად განხორციელდა, მობილური აპლიკაცია გამოიყენება, რისი საშუალებითაც მგზავრობის საფასურის გადახდის ვადები გამოჩნდება.

"ასე რომ, ბილეთი მგზავრს არ დაეკარგება, ქუჩები არ დანაგვიანდება.

გადახდის ახალი სისტემა თავიდან ბევრ უხერხულობას აგვაცილებს,"- განმარტავს სეთურიძე.

ახალი სალარო აპარატის საშუალებით, მგზავრობის საფასურის გადახდა "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი ბარათის, "მეტრომანისა" და ნებისმიერი შეღავათიანი სატარიფო ბარათებითაა შესაძლებელი, თუმცა მომავალში ტრანზაქციის განხორციელება ნებისმიერი ბანკის ბარათის საშუალებით შეგეძლებათ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz