რა განათლება აქვს ბიძინა ივანიშვილს | Allnews.Ge

რა განათლება აქვს ბიძინა ივანიშვილს

თუკი მილიარდერთა სიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბევრ მათგანს არც სკოლა აქვს დამთავრებული და არც უმაღლესი განათლება მიუღია.

საქართველო პატარა ქვეყანაა და შესაბამიისად, ბევრი მილიარდერის ფუფუნება არ გვაქვს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ქართველს დოქტორის ხარისხიც კი ჰქონია.

ბიძინა ივანიშვილი სოფელ ჭორვილაში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1980 წელს წარჩინებით დაამთავრა. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ, 1982 წელს ჩააბარა და 1986 წელს დაასრულა ასპირანტურა მოსკოვში.

შრომის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა".

myquiz