თებერვლის ბოლოს ტემპერატურა 24 გრადუსს მიაღწევს | Allnews.Ge

თებერვლის ბოლოს ტემპერატურა 24 გრადუსს მიაღწევს

"მთელი საქართველოს მასშტაბით აციებას ხვალიდან ველოდებით. იანვრის ბოლომდე მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქები, მაღალმთიან რეგიონებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა," -ამის შესახებ Allnews.ge-ს "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თებერვლის პირველი რამდენიმე ღამის განმავლობაში ძლიერი ყინვები შენარჩუნდება, თუმცა დღისით ტემპერატურა შედარებით მოიმატებს.

"1 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა დღისით 0-დან 5ºC- მდე იქნება, შემდეგ კი ნელ-ნელა მოიმატებს. 1 თებერვალს, ღამით -7ºC-მდე ყინვაა მოსალოდნელი, 2 თებერვალს -2-დან -3-მდე, ხოლო 3-და 4 თებერვალს ღამით 1 გრადუსი სითბო იქნება," - განმარტავს ის.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სვეტლანა ნიორაძის თქმით, 1 და 2 თებერვალს, ღამით, ბარში -4-დან -9ºC- მდე ყინვებია მოსალოდნელი.

"თებერვლის პირველი სამი დღის განმავლობაში სიცივე შენარჩუნდება, 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე კი ტემპერატურა 12ºC-დე მოიმატებს," - განმარტავს ის და დასძენს, რომ თებერვლის პირველი დეკადა შედარებით ცივი იქნება, თუმცა მეორე ნახევარში, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 24ºC-მდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 22ºC-მდე მოიმატებს.

27 იანვარს ტემპერატურა დაეცემა და აღმოსავლეთში დღისით 4, ხოლო ღამით -5ºC შენარჩუნდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში დღისით 5ºC იქნება.

თბილისში 27 იანვარს ჰაერი დღისით 3 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით 0ºC-ია მოსალოდნელი.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz