სოფელ გურჯაანში დაახლოებით 3 000 წლის წინანდელი ნივთები აღმოაჩინეს | Allnews.Ge

სოფელ გურჯაანში დაახლოებით 3 000 წლის წინანდელი ნივთები აღმოაჩინეს

სოფელ გურჯაანში ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის ასაშენებლად მიწა მოჭრეს, სადაც ბრინჯაოს ხანის ორმო-სამარხი აღმოაჩინეს.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, ნაპოვნია რამდენიმე ადამიანის ჩონჩხი და უძველესი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

"გზის პირას მაღაზიის ასაშენებლად მიწა მოჭრეს და იქ აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი, თიხის ჭურჭლის ნატეხები და სარდიონის წვრილი მძივი. აღნიშნული ნივთები დაახლოებით 3 000 წლის წინანდელია. მნიშვნელოვანია ეს აღმოჩენა და ამით დასტურდება, რომ სოფელი გურჯაანი, ბრინჯაოს ხანიდან დასახლებული პუნქტი ყოფილა", – განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.

myquiz