ვის ევალება საქართველოში ქონებრივი დეკლარაციის შევსება | Allnews.Ge

ვის ევალება საქართველოში ქონებრივი დეკლარაციის შევსება

ქონებრივ დეკლარაციას საქართველოში 2 800–ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ორი კვირის ვადაში.

რა ქონებას ფლობს ირმა ინაშვილი

როგორც "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ"" კანონშია ნათქვამი, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, სახელმწიფო მინისტრსა და მის მოადგილეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საბჭოს წევრებს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს, ბიზნესომბუდსმენს და მის მოადგილეს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მისი მოადგილესა და კომისიის მდივანს; გუბერნატორებსა და მათ მოადგილეებს; გამგებლებსა და მერებს; მოსამართლეს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს; მთავრობათა თავმჯდომარეებს; მინისტრებსა და მათ მოადგილეებს და სხვა თანამდებობის პირებს.

რა ქონებას ფლობს კახა კალაძე?

თანამდებობების პირები ვალდებულნი არიან, თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაშიც წარადგინონ. იმ შემთხვევაში თუ თანამდებობის პირი დეკლარაციას დროულად არ წარადგენს, 1 000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. თუმცა, პირი ვალდებულებისგან არც ამ შემთხვევაში თავისუფლდება და ვალდებულია შევსებული დეკლარაცია 2 კვირის ვადაში წარადგინოს.

რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი

გარდა ჯარიმისა, ქართული კანონმდებლობა სხვადასხვა სახის სანქციას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, რომლებმაც შეგნებულად არ შეავსეს ანგარიში ან მასში არასრული, ცრუ ინფორმაცია შეიტანეს. ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენისათვის თავის არიდება ანდა დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 200 საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

წყარო: bpn.ge

myquiz