ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა | Allnews.Ge

ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა

NBA-ს All Star-ის გამოკითხვაში The Golden State-ის ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ გულშემტაკივრებისგან 1 528 941 ხმა მიიღო, თუმცა მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭიერს და, საბოლოო ჯამში, ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.

ზაზა ფაჩულიამ დღეს სოციალური ქსელის საშუალებით ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,

"ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა.

ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია. ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით,"-წერს კალათბურთელი.

ზაზა ფაჩულიას All Star-ში სათამაშოდ გარკვეული შანსი მაინც აქვს, რადგან სათადარიგო 7-7 კალათბურთელს გუნდების მწვრთნელები დაასახელებენ, რაც 26 იანვრამდე მოხდება.

myquiz