საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა | Allnews.Ge

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

ახალციხეში მიწისძვრა მოხდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტი ქალაქ ახალციხიდან ჩრდილო-დასავლეთით, 10კმ-ში, სოფელ ანიდან 2კმ-ში დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალციხის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ განუცხადა, მიწისძვრის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცირედით დაზიანდა ზოგიერთი შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

"მივიღეთ ინფორმაცია ყველა სოფლიდან. მიწისძვრას მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია", - აღნიშნა გამგებელმა.

myquiz