მატარებლის მგზავრები ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებენ | Allnews.Ge

მატარებლის მგზავრები ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებენ

საქართველოს რკინიგზა სულ მალე მგზავრებს სიახლეს შესთვაზებს. ისინი ვინც ზაფხულში მატარებლით მგზავრობას გეგმავენ, ახალი ბიბლიოთეკით ისარგებლებენ. საქართველოს რკინიგზის ინიატივით, ზაფხულისთვის, ყველა მატარებელში ბიბლიოთეკა განთავსდება, რომელშიც დაახლოებით, 150 წიგნი იქნება.

"ვინც ჩვენი ტრანსპორტით მგზავრობს, შენიშნავდა, რომ იშვიათია მგზავრი, რომელიც წიგნს კითხულობს. ჩვენ გვსურს ჩამოყალიბდეს ეს კულტურა და მგზავრებმა გაიმრავალფეროვნონ და ამავდროულად, შეიმსუბუქონ მგზავრობის პროცესი. როდესაც მატარებელში ვზივართ და წიგნს ვკითხულობთ, დრო ისე გადის, რომ ვერც კი ვამჩნევთ.

რა თქმა უნდა, უფრო მარტივი იქნებოდა, წიგნები შეგვეძინა, თუმცა გადავწყვიტეთ პროექტი სახალხო გამხდარიყო, ამიტომ ყველას შევთავაზეთ ამ ინიციატივის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეეტანა, მათ შორის მწერლებსა და პოეტებსაც. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ადამიანსა და გამომცემლობას შეუძლია"- განმარტა - განაცხადა სს "საქართველოს რკინიგზის" მომსახურების ხარისხის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ Allnews.ge - სთან საუბარში.

პროექტი ჯერ მხოლოდ ერთი დღის დაწყებულია და როგორც ცაბურიამ აღნიშნა, იმაზე მეტი წიგნის შეგროვება გახდა შესაძლებელი, ვიდრე ამას ელოდნენ.

წიგნები ბიბლიოთეკებში მოქმედი პრინციპით, ანუ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის დატოვების შემდეგ გაიცემა.

მგზავრს საშუალება ექნებათ თავად არჩიოს წიგნი ან გამცილებელს სთხოვოს დახმარება.

მატარებლის დატოვების წინ, მან უნდა ჩააბაროს წიგნი, რის შემდეგაც, პირადობის მოწმობა დაუბრუნდება.

პროექტში საკუთარი წვლილის შეტანის მსურველებმა, წიგნები თბილისი ცენტრალში, სადგურის მორიგესთან უნდა დატოვონ, ზაფხულში კი მათ მატარებლის ბიბლიოთეკაში იხილავენ.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgia’s trains to be equipped with libraries

myquiz