22 იანვრის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი | Allnews.Ge

22 იანვრის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 18 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11-დან +16 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი +4-დან +9 გრადუსი იქნება.

19 იანვარს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი თოვა. ჰაერის ტემპერატურა იქნება +4, +9 გრადუსი.

20 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი, ნალექიანი და ნისლიანი ამინდი.

22 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, იქროლებას დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

myquiz