კადრები ე.წ. კანიბალიზმის საქმის სასამართლო პროცესიდან - რას ყვება ერთ-ერთი ბრალდებული | Allnews.Ge

კადრები ე.წ. კანიბალიზმის საქმის სასამართლო პროცესიდან - რას ყვება ერთ-ერთი ბრალდებული

"გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების მიზნით და არა რიტუალური მოტივებისთვის, რასაც მაბრალებენ, - ამის შესახებ 76 წლის ქალის განსაკუთრებული სისატიკით მკვლელობასა და მისი სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებაში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

შენგელია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.

ბექა შენგელია დედის მკვლელობაში ბრალდებულ გოგონას საკუთარ მსხვერპლს უწოდებს

"თავს ნაწილობრივ უდანაშაულოს ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი.

ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა.

კი, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული", - აღნიშნა ბრალდებულმა.

პროკურორი - გარდაცვლილის სხეულის დანაწევრების შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მისი სხეულის ნაწილების ჭამა აღიარა

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ირმა ყოჩიაშვილს, რომელიც მოკლული ქალის შვილია, ის თავს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სრულად ცნობს.

myquiz