სპერმის დონაცია საქართველოში | Allnews.Ge

სპერმის დონაცია საქართველოში

მსოფლიოში სპერმის დონაცია საკმაოდ პოპულარულია. ყოველი 25 მამაკაციდან ერთს რეპროუქციული პათოლოგია აღენიშნება. ამასთან, ხშირია გენეტიკური პრობლემებიც.

საქართველოში სპერმის ბანკი არ არსებობს, თუმცა, ფუნქციონირებენ კომპანიები, რომლებიც სპერმის დონაციას დონორის ან უცხოეთიდან გამოწერილი სპერმის საშუალებით ახორციელებენ.

სპერმის დონაციისა და სუროგაციის ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის, თამარ გვაზავას თქმით, საქართველოში სპერმის დონაციაზე ძალიან მცირე მოთხოვნაა, რადგან განაყოფიერების პრობლემები ძირითადად ქალებს აწუხებთ.

"ამ მომენტში, ფაქტობრივად მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ბაზა გვაქვს.

ასეთი ვითარებაა ჩვენს კომპანიაში, სხვაგან, სადაც ვმუშაობდი, სპერმის გამოწერა, ძირითადად, დანიიდან ხდებოდა, სადაც მსოფლიოს სპერმის ბანკი მდებარეობს," - განმარტავს ის.

სპეციალისტის თქმით, სპერმის შენახვის ვადა უსაზღვროა.

დონორთა ბაზიდან შერჩევის შემთხვევაში, დონორი სპერმას მაშინ ჩააბარებს, როცა მისი ექსპლუატაცია უშუალოდ მოხდება.

"ერთჯერადად სპერმის ჩაბარების შემთხვევაში ანაზღაურება 150-დან 200 ლარამდეა.

საქართველოში არის უბრალოდ დონორი და გაყინული მასალა, სპერმის გამოყენების მსურველი ჩვენთან ბევრი არ არის. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, მისი დაანიიდან გამოწერა, რომლის ღირებულებაც 500 ლარია. "- განმარტა თამარ გვაზავამ Allnews.ge-სთან საუბარში.

დანიაში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი სპერმის ბანკი Cryos-ი ამ დროისთვის მთლიანად გავსებულია. მასში 70 ლიტრის სპერმა ინახება.

ყველაზე ხშირად ბანკში სპერმას იტალიელები, ბერძნები და ესპანელები აბარებენ. ყველაზე დეფიციტური კი ინდიელების სპერმაა, რადგან მათ კანონი კვერცხუჯრედისა და სპერმის ექსპორტს უკრძალავთ.

აღსანიშნავია, რომ დანიის მსოფლიო სპერმის ბანკში გენეტიკური კვლევები და სხვა საჭირო პროცედურები ტარდება, რათა მაქსიმალურად მოხდეს სპერმის შემოწმება.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz