რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როდესაც NBA-ს შუალედური შედეგებით ზაზა ფაჩულიამ მეორე ადგილი დაიკავა | Allnews.Ge

რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როდესაც NBA-ს შუალედური შედეგებით ზაზა ფაჩულიამ მეორე ადგილი დაიკავა

გამოქვეყნდა NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ხმების შუალედური შედეგები, რომლის მიხედვითაც ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილზეა.

დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა აქვს.

წინ მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტია - 541 ათასი ხმა. მე-3 ადგილზეა კავაი ლეონარდია (სან ანტონიო) 341 ათასი ხმით.

დასავლეთში მცველებს შორის სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) ლიდერობს 523 ათასი ხმით, მეორე ადგილზე კი ჯეიმს ჰარდენია - 519 ათასი.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩში 2 მცველი და 3 ფორვარდი შეირჩევა, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით ფანების ხმები მხოლოდ 50% ქულებს აგროვებს, დანარჩენ 50%-ს კი ასოციაციის კალათბურთელებისა და ჟურნალისტების ხმები (25-25%) გადაწყვეტს.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობენ ფორვარდები: ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) - 595 ათასი, იანის ადეტოკუმბო (მილუოკი) - 500 ათასი, კევინ ლავი (კლივლენდი) - 250 ათასი.

მცველები: კაირი ირვინგი (კლივლენდი) - 543 ათასი, დუეინ უეიდი (ჩიკაგო) - 278 ათასი.

ხმების მიცემა 16 იანვრამდე არის შესაძლებელი. შარშან ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად.

ასევე ნახეთ: He did it again: Zaza Pachulia on second place in NBA All-Star voting

 

myquiz