რას გვთავაზობს თბილისის კლუბები და ბარები ახალი წლის ღამეს | Allnews.Ge

რას გვთავაზობს თბილისის კლუბები და ბარები ახალი წლის ღამეს

თუ ახალი წლის ღამეს გართობასა და გათენებას გეგმავთ, მაშინ ღამის კლუბში ან ბარში წასვლა საუკეთესო არჩევანია.

იმისათვის, რომ სასურველი მიმართულება უკეთ დაადგინოთ, არჩევანის გაკეთებაში Allnews.ge დაგეხმარებათ და რამდენიმე კლუბში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოგითხრობთ.

ღამის კლუბი Bassiani დროის ენერგიულად გატარებას გთავაზობთ და მათი პროგრამა ასეთია: Abdula Rashim | ULWHEDNAR | FÖDD DÖD | Ndrx HOROOM: Art Alfie | HVL. კლუბში საახალწლო განწყობას უცხოელი და ქართველი დიჯეები შეგიქმნიან.

ახალი წლის ღამეს, Sky Bar-ში შემდეგი პროგრამა გელოდებათ: 11:30 - არჩილ ცანკაშვილი; 01:00 - დათუნა სირბილაძე; 03:00 - ცონნეცტიონ ლივე; 04:30 - Dr Set Villiescrow & Trunembra.

სტუმრების ახალი წლის ღამეს კლუბი Senate-ც მიიღებს და საღამო 21:30 საათზე დაიწყება, მხიარულ საღამოს ასევე კლუბი Biblioteka-ც გთავაზობთ.

31 დეკემბერს ღამით პროგრამას Cabana Club Tbilisi-ც გთავაზობთ, სადაც ცოცხალი მუსიკა, ბენდი, კარაოკე, Dj ლაშა ყიფშიძე გელით. ახალი წლის ღამეს Unique-ც ცოცხალი მუსიკით გიმასპინძლებთ.

ახალი წლის ღამეს, თითქმის ყველა ღამის კლუბი თუ კარაოკე ბარი სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ გართობა და პოზიტიური განწყობის შექმნა ნამდვილად შეგეძლებათ.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Places to party on New Year’s Eve in Tbilisi

myquiz