რა ფასად შეგვიძლია ნაძვის ხის შეძენა | Allnews.Ge

რა ფასად შეგვიძლია ნაძვის ხის შეძენა

ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტია და ვცდილობთ, ის განსაკუთრებით ლამაზი და სადღესასწაულო ელფერის მქონე იყოს, სწორედ ამიტომ, შეძენისას მას განსაკუთრებით ვარჩევთ.

შობა-ახალი წლის პერიოდში, საშობაო ნაძვის ხის ღირებულება, როგორც წესი იმატებს, რადგან მასზე მოთხოვნა იზრდება.

ბუნებრივი ნაძვის ხეების რეალიზაცია, ძირითადად, ღია ცის ქვეშ ხდება. მათი ღირებულება 15 ლარიდან იწყება და 130-150 ლარამდე ადის. ამ შემთხვევაში, ფასი ზომაზეა დამოკიდებული.

რეალიზატორების თქმით, სარეალიზაციოდ გამოტანილი ხეების უმეტესობა აჭარიდან და ბორჯომიდანაა შემოტანილი.

110 სანტიმეტრის ბუნებრივი ნაძვის ხის ღირებულება, "სპორტის სასახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბაზრობაზე, 15 ლარია, 170 სანტიმეტრის ნაძვის - 40, ხოლო 230 სანტიმეტრის - 100 ლარი.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხე გვსურს

თუ უპირატესობას ხელოვნურ ნაძვის ხეს ანიჭებთ, მაშინ მათი შეძენა, როგორც ღია ცის ქვეშ გამართულ ბაზრობაზე, ისე მაღაზიებში შეგიძლიათ. ყველაზე მცირე ზომის საახალწლო ნაძვის ხის ღირებულება 5-10 ლარიდან იწყება და ხარისხისა და სიმაღლის მიხედვით იზრდება.

ზოგიერთი მაღაზია, ძვირადღირებულ ნაძვის ხეებზე ფასდაკლებასაც გთავაზობთ.

მაგალითად, 340 ლარის ღირებულების მქონე ნაძვის 189 ლარად, 259 ლარის კი - 169 ლარად.

ასევე, მაღაზიებში, 90 და 120 სმ-ის ნაძვის ღირებულება 29 ლარი, 150 სმ-ის - 89 ლარი, 180 სმ - 129 ლარი, ხოლო 210 სმ-ის ნაძვი - 159 ლარია.

საახალწლო ნაძვის ხის დამზადების 13 ორიგინალური იდეა

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, 70-დან 100 ლარის ფარგლებში, გამძლე და კარგი ვიზუალის მქონე საშობაო ნაძვის ხეს შეიძენთ.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz