ელექტრომობილები თბილისში პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდებიან | Allnews.Ge

ელექტრომობილები თბილისში პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდებიან

ელექტრომობილები თბილისში პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნული ინიციტივა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და ეკო-პოლიტიკის კომისიამუკვე დაამტკიცა.

როგორც ფრაქცია "დედაქალაქიდან" გვაცნობეს, ელექტრო მობილების წახალისების ინიციატივას კომპანია "სითი-პარკმა" მხარი არ დაუჭირა, მიუხედავად ამისა საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე მაინც გავა.

რა უპირატესობები აქვს ელექტრომობილს და როგორია მისი ფასი

"ელექტრო მობილებისათვის დგომა-გაჩერების გადასახადის გაუქმება, ქალაქში ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაციას და ავტოპარკის განახლებას ემსახურება", - აცხადებენ ფრაქციაში.

"სითი პარკის" გადასახადის გადახდა მძღოლებს 2024 წლის ბოლომდე მოუწევთ

მათივე თქმით, თბილისში დაახლოებით 50-მდე ელექტრომობილია.

myquiz