მოთოვს თუ არა თბილისში ახალი წლის ღამეს | Allnews.Ge

მოთოვს თუ არა თბილისში ახალი წლის ღამეს

"ახალი წლის ღამეს, თბილისში სავარაუდოდ, თოვლჭყაპი იქნება," - აცხადებს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსი, სვეტლანა ნიორაძე.

სინოპტიკოსის თქმით, 31 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, წვიმა დაიწყება, რომელიც ღამით თოვლჭყაპში გადაიზრდება..

"პირველ იანვარს, დილის საათებში თოვლჭყაპი შენარჩუნდება, მომდვნო საათებში კი შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამეს 0-დან 2 გრადუსამდე, ხოლო დღის განმავლობაში 3-5 გრადუსი იქნება.

ყინვა მოსალოდნელი არ არის," - განმარტავს სვეტლანა ნიორაძე.

ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 31 დეკემბრამდე ჰაერის ტემერატურა კიდევ უფრო დაზუსტდება, თუმცა დღეის მონაცემებით, ახალი წლის ღამეს თოვლი მოსალოდნელი არ არის.

 

მარიამ მენაბდიშვილი

 

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Will it snow on New Year Night in Tbilisi?

myquiz