"ჯეოსელში“ ქსელის გათიშვის მიზეზს განმარტავენ | Allnews.Ge

"ჯეოსელში“ ქსელის გათიშვის მიზეზს განმარტავენ

"ჯეოსელის" ქსელი დაახლოებით 2 საათია ნაწილობრივ გათიშულია. კომპანიის აბონენტთა ნაწილი ვერ ახორციელებს სატელეფონო ზარებს, ვერ აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ვერ ამოწმებს ბალანსს.

როგორც ეკონომიკურ პორტალ bpn.ge-ს "ჯეოსელში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიაში ახალ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები მიმდინარეობს.

"ეს სამუშაოები რამდენიმე ეტაპიანია.

აბონენტებმა ამის შესახებ რამდენიმე ხნით ადრე მიიღეს ინფორმაცია და მათ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ქსელის გათიშვა დაფიქსირებულიყო", - აღნიშნეს "ჯეოსელში".

კომპანიის განმარტებით, ”ჯეოსელის” აბონენტები ქსელით სრულყოფილად სარგელობას ერთ საათში შეძლებენ. კომპანია აბონენტებს შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშს უხდის.

myquiz