ციხისძირიდან გურიის პარკში კიდევ 6 ხეს გადარგავენ | Allnews.Ge

ციხისძირიდან გურიის პარკში კიდევ 6 ხეს გადარგავენ

ციხისძირიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის სამუშაოები განახლდა. ამჯერად, ციხისძირისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან 6 სხვადასხვა ჯიშის მცენარის გადარგვა იგეგმება.

როგორც კომპანია "ზიმოს" ინჟინერმა ირაკლი შანავამ განაცხადა, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები და დაახლოებით ამდენივე დროა საჭირო, რომ მაგნოლიის ხის გადარგვა განხორციელდებს.

"რთული პროცესია ცოტათი, ერთი თვეა, რაც დავიწყეთ მუშაობა. მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ, გზები შეგვყავს ამ ტერიტორიაზე. ალბათ, ერთ თვეში გადავიტანთ ხეს. ჯამში 6 ხის გადატანა იგეგმება, მათ შორის, სამი მაგნოლიაა, ორი ჭაობის კიპარისი და ერთი ჭადარი", - აღნიშნა ირაკლი შანავამ.

მიმდინარე წლის მარტში ციხისძირიდან ტიტას ხე ზღვის გავლით გურიის პარკში გადარგეს.

ხის გადარგვის მოსამზადებელი პროცესის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

myquiz