მაია რჩეულიშვილს ჯანმრთელობის გაუარესების გამო დღეს საავადმყოფოში გადაიყვანენ | Allnews.Ge

მაია რჩეულიშვილს ჯანმრთელობის გაუარესების გამო დღეს საავადმყოფოში გადაიყვანენ

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში დღეს გადაიყვანენ. ამის შესახებ რჩეულიშვილის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ განაცხადა.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამოქალაქო საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანენ.

"მედპერსონალმა და ციხის ადმინისტრაციამ ეჭვის ქვეშ დააყენა ის, რომ მაია რჩეულიშვილმა წონაში კლება დაიწყო, რაც მის მდგომარეობაში და ასაკში არაა ნორმალური. ჩაუტარდა გამოკვლევა. უკვე ჩატარებული გამოკვლევების პასუხები ჩვენთვის არაა ცნობილი. შეგვატყობინეს, რომ ციხის საავადმყოფოში არაა საკმარისი საშუალებები გამოკვლევების ჩასატარებლად და დიაგნოზის დასასმელად, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა და სრული გამოკვლევის იქ ჩატარება", - განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

myquiz