15 დეკემბერს თბილისში მოთოვს - უახლოესი დღეების პროგნოზი | Allnews.Ge

15 დეკემბერს თბილისში მოთოვს - უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსები 15 დეკემბერს თბილისში თოვას ვარაუდობენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს, მთელი კვირის განმავლობაში საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ნალექი ძირითადად, წვიმის სახით, 15 დეკემბრიდან კი, თოვლის სახით იქნება წარმოდგენილი.

დღეს და ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ +9 +14 , აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7 +14 გრადუსი იქნება.

თბილისში ხვალ და ზეგ შესაძლებელია მცირე წვიმა. 15 დეკემბერს კი, ნავარაუდევია თოვლი.

სინოპტიკოსები 15 დეკემბერიდან თოვლთან ერთად, ტემპერატურის კლებასა და აციებას პროგნოზირებენ.

myquiz