შვედეთი სხვა ქვეყნებიდან ნარჩენების იმპორტს გეგმავს | Allnews.Ge

შვედეთი სხვა ქვეყნებიდან ნარჩენების იმპორტს გეგმავს

შვედეთი საკუთარი ნარჩენების 99%-ის გადამუშავებას ახერხებს, გადასამუშავებელი ნარჩენების რაოდენობა კი თითქმის ნულს უთანაბრდება. ეს ქვეყანა აღნიშნულ სფეროში მოწინავე უკვე 2012 წლისთვის იყო, როდესაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების 96%-ს გადაამუშავებდა.

როგორ აღწევს შვედეთი მსგავს შედეგს?

სკანდინავიის ეს ქვეყანა ნარჩენების გადამუშავების თვალსაზრისით საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ატარებს, რომელის ძირითადი საფეხურები პრევენცია, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება, უტილიზაციის ალტერნატივა და ნაგავსაყრელებზე ნარჩენების შემცირებაა. 2014 წლისთვის შვედეთის საყოფაცხოვრებო ნარჩენების მხოლოდ 1 პროცენტი ხვდებოდა ნაგავსაყრელზე.

შვედებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესამცირებლად პირველი ნაბიჯი მათი ხელმეორედ გამოყენებაა, მაგალითად გამოუსადეგარი კონტეინერი შეიძლება გახდეს საცავი წყლისთვის, ეს პრინციპი, საბოლოო ჯამში, შეამცირებს თითოეული ადამიანის მიერ წლიურად წარმოებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენს .

შვედეთში ნარჩენების დახარისხების საკმაოდ დაწინაურებული სისტემა აქვთ, რაც ნარჩენების თითქმის სრული გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

შვედეთი იმდენად დაწინაურდა აღნიშნულ საკითხში, რომ ახლა ევროპის სხვა ქვეყნებიდან 800 ათასი ტონა ნარჩენების იმპორტს გეგმავს, რომელსაც თავისი პროგრამის შესაბამისად, ენერგიად გარდაქმნის და მოსახლეობას მოამარაგებს.

myquiz