"იანდექ ტაქსის" კონკურენციის სააგენტოში ტაქსების პროფკავშირებიც უჩივის | Allnews.Ge

"იანდექ ტაქსის" კონკურენციის სააგენტოში ტაქსების პროფკავშირებიც უჩივის

200-200-ის შემდეგ, კონკურენციის სააგენტოში სარჩელი ტაქსების პროფკავშირებმაც შეიტანა. მიზეზი კი იგივე - დემპინგური ფასების გამოყენებაა.

ტაქსების პროფკავშირების თავმჯდომარის ნანა ფილაურის Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ "იანდექს ტაქსმა" თბილისში მომსახურებას დემპინგური ფასები დაადო და სრულად შეზღუდა კონკურენტული გარემო.

"იანდექს ტაქსის" წინააღმდეგ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში სარჩელია შეტანილი

"ტაქსების 90 პროცენტი საზოგადოებას კონკრეტულ მანძილზე 3 ლარად ემსახურება, "იანდექს ტაქსი" კი იმავე სერვისში 80 თეთრს იღებს. ეს ცალსახა დემპინგია. 80 თეთრზე მეტი ღირებულების საწვავი სჭირდება მანქანას. თუმცა, აქ მეორე მხარეცაა. კომპანია 4-6 ლარს უმატებს მძღოლს თითოეულ გამოძახებაზე. ამას არც მალავენ. "არ დაიდაროზე" თავად ვუსმინე რეკლამას, როცა პირდაპირ პირდებიან მძღოლებს 4-5-6 ლარიან ანაზღაურებას ე.წ. ბონუსების სახით. "იანდექსი" ცდილობს, გააკოტროს ყველა კომპანია და გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვოს საქართველოს ბაზარზე. შემდგომ კი გააძვირებს მომსახურებას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 200-200-ის საჩივარი სრულიად საფუძვლიანი იყო. მეტიც, გუშინ, ტაქსების პროფკავშირების სახელით მეც შევიტანე სარჩელი კონკურენციის სააგენტოში. ჩემი სარჩელი ეფუძნება იმას, რომ დემპინგური ფასების დადებით, კონკურენციის პირობები ირღვევა," – Allnews.ge-სთან საუბარში განაცხადა ნანა ფილაურმა.

ნანა მღებრიშვილი

myquiz