"იანდექს ტაქსის" მოსკოვის ოფისი ქართული ტაქსის კომპანიების საჩივარს ეხმაურება | Allnews.Ge

"იანდექს ტაქსის" მოსკოვის ოფისი ქართული ტაქსის კომპანიების საჩივარს ეხმაურება

"იანდექს-ტაქსის" ცენტრალური ოფისი ქართული ტაქსის კომპანიების მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილ საჩივარს ექსკლუზიურად Allnews.ge-სთვის პასუხობს.

"იანდექ ტაქსის" კონკურენციის სააგენტოში ტაქსების პროფკავშირებიც უჩივის

რუსული კომპანიის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ "იანდექს-ტაქსი" ადგილობრივ სადისპეტჩეროებს და ტაქსოპარკებს კონკურენციას კი არ უწევს, არამედ თანამშრომლობს მათთან და ბიზნესის განვითარებაში ეხმარება.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ როგორ ახერხებს "იანდექს-ტაქსი" მგზავრობაზე ასეთი დაბალი ფასების შენარჩუნებას. 

"იანდექს-ტაქსი" არის პლატფორმა, რომელიც მძღოლებს და მომხმარებლებს მოსახერხებელ პროგრამულ უზრუნველყოფას - "იანდექს-ტაქსომეტრს" და ხარისხის კონტროლის ავტომატიზებულ სისტემას სთავაზობს. კომპანიის მიერ Allnews.ge-სთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ "იანდექს-ტაქსის" არაერთმა პარტნიორმა ტაქსოპარკმა სხვადასხვა ქვეყანაში თანამშრომლობის ფარგლებში საგრძნობლად შეამცირა ხარჯები, ზოგიერთმა კი საკუთარი ბიზნესი რამდენიმეჯერ გაზარდა.

"იანდექს ტაქსის" წინააღმდეგ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში სარჩელია შეტანილი

"იანდექსის" ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია შეკვეთების ეფექტური გადანაწილება და საცობების თავიდან არიდებით ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვა. ეს კი მძღოლების ხარჯებს და, შესაბამისად, მგზავრობის თვითღირებულებას ამცირებს. ეს ტაქსოპარკებს აძლევს საშუალებას, მომხმარებლებს უფრო გონივრულ ფასად მოემსახურონ. თბილისში "იანდექს-ტაქსის" გამოჩენიდან მანქანის ლოდინის საშუალო დრო ორჯერ შემცირდა - 10-დან 5 წუთამდე.

პერსპექტივაში ტაქსის ლოდინის დრო თბილისში 2-4 წუთამდე უნდა შემცირდეს", - ნათქვამია "იანდექს-ტაქსის" მიერ გამოგზავნილ წერილში.

ედუარდ სააკიანი

myquiz