"თბილსერვის ჯგუფი" - ტექნიკური მარილის ინტენსიურად დაყრა დილის 5 საათიდან დაიწყო | Allnews.Ge

"თბილსერვის ჯგუფი" - ტექნიკური მარილის ინტენსიურად დაყრა დილის 5 საათიდან დაიწყო

შპს "თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, რომ თბილისის ქუჩებში ტექნიკური მარილის ინტენსიურად დაყრა დილის 5 საათიდან დაიწყო.

როგორც შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ განაცხადა, გუშინ, ღამის 12:00 საათის შემდეგ, ტექნიკური მარილი იყრებოდა ისანი-სამგორის ტერიტორიაზე და დიდ დიღომში. გამთენისას კი, 05:00 საათიდან მარილის დაყრა ყველა რაიონში ინტენსიურად დაიწყო.

"გუშინ, მარილი იყრებოდა ისანი-სამგორის რაიონში, დაახლოებით ღამის 12:00 საათიდან დავიწყეთ დაყრა.

როგორც კი ვნახეთ ადგილები, სადაც საჭიროება იყო, დავიწყეთ მარილის დაყრა.

ინტენსიურად ყველა რაიონში დაყრა დაიწყო დღეს დილიდან, გამთენიისას, დაახლოებით, ხუთი საათიდან. მანამდე, მარილის დაყრის საჭიროება არ იყო, ზარები არც ცხელ ხაზზე ფიქსირდებოდა. გამთენიისას საჭირო იყო მარილის დაყრა, დილის ხუთი საათიდან სპეცტექნიკა მობილიზებულია და მარილი იყრება. ამ დროისთვის რამდენიმე წერტილია დარჩენილი, ინტენსიურად სამუშაოები აღარ გრძელდება. სადაც საჭიროა დაყრა, იქ კიდევ მუშაობენ, ჩიხებში, სადაც მანქანა ვერ შედის, ხელით მუშაობენ", - აღნიშნა დავით დოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ტექნიკური მარილი იყრება დიდ დიღომში, მე-3 და მე-4 კვარტლებს შორის.

რაც შეეხება მარაგს, დავით დოლიძის თქმით, უწყებას ჯერჯერობით ტექნიკური მარილის საკმარისი რაოდენობის მარაგი აქვს.

მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარეკონ ტელეფონის ნომრებზე: "თბილსერვის ჯგუფი" - 2 61 90 50 და დედაქალაქის მერია- 2 72 22 22.

myquiz