8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში თოვლია მოსალოდნელი | Allnews.Ge

8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში პერიოდულად მოთოვს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, ამაღამ დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში - -15 გრადუსამდე;

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამაღამ თოვლია მოსალოდნელი, დღისით კი ცივი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - -6;-1; მაღალმთაში - -17 გრადუსამდე ყინვა შენარჩუნდება.

7 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია წვიმა, მთაში - თოვლი. ღამით ყინვა იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღის ბოლოს შესაძლოა მოთოვოს.

8 დეკემბერს ასევე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. მთებსა და მაღალმთაში ყინვა დღისითაც იქნება, დაბლობსა და ბარში კი ყინვა ღამით დაფიქსირდება.

6-8 დეკემბერს საქართველოს მაღალმთიან რაიონებში პერიოდულად ქარბუქი იქნება.

myquiz