მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი სამმაგი ოდენობით იზრდება | Allnews.Ge

მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი სამმაგი ოდენობით იზრდება

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი იზრდება. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე მოცემულია კონკრეტული სქემა, თუ რამდენით გაიზრდება აქციზი სხვადასხვა წელს გამოშვებულ ავტომობილებზე.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე (ცხრილში მითითებული იგივე კატეგორიის მიხედვით) აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება.

ამასთან, პროექტში აღნიშნულია რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება მე-100 ნაწილი, რომლის თანახმად გარდამავალ პერიოდში მსუბუქი ავტომობილები დაიბეგრება აქციზის განაკვეთების ცვლილებამდე არსებული განაკვეთით, თუ შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირება დაწყებულია არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა.

წყარო: bpn.ge