მცხეთასთან ავარიას სამხედრო ექთანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

მცხეთასთან ავარიას სამხედრო ექთანი ემსხვერპლა

მცხეთაში ავტოავარის შედეგად სამხედრო ექთანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, პიკაპის ტიპის ავტომობილის მძღოლმა მცხეთის ხიდთან საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში კიდევ 2 სამხედრო პირი იმყოფებოდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მაშველებმა ავტომობილის ამოყვანა მდინარიდან უკვე მოახერხეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

myquiz